,,ემანუელ მაკრონმა უკრაინის სუვერენიტეტის დათმობა შემომთავაზა”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ემანუელ მაკრონმა უკრაინის სუვერენიტეტის   დათმობა შესთავაზა.ზელესნკის თქმით, როცა ევროპა პუტინთან და რუსეთის ფედერაციასთან მიდგომას   ეძებდა წარსულს ჩაბარდა და უკრაინა ტერიტორიებს არ დათმობს.

„საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა უკრაინის სუვერენიტეტის დათმობა შემომთავაზა, რომ პუტინს  სახე შეენარჩუნებინა. ჩვენ არ უნდა ვეძებოთ გამოსავალი რუსეთისთვის და ბატონი მაკრონი ამას ტყუილად აკეთებს. მჯერა, მას აქვს შესანიშნავი გამოცდილება, რომ ვიდრე თავად რუსეთს არ მოუნდება, არაფრის გაკეთებას არ მოისურვებს. მას სურდა გარკვეული შედეგები მიეღო შუამავლობაში, ვერ იპოვა და არა ჩვენი მხრიდან, არამედ რუსეთისგან. მეჩვენება, რომ ეს არ არის კორექტული. ჩვენ მზად არ ვართ, ვინმესთვის რაღაც გადავარჩინოთ და ამის გამო ტერიტორიები დავკარგოთ. ეს არის დაკარგული დრო“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი თემები