,,ჯერ თვითმფრინავები მოიპარეს, შემდეგ უნიტაზები და საცვლები”- მიხაილ პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველის, მიხაილ პოდოლიაკის ინფორმაციით, რუსებმა უკრაინიდან მარცვლეული მოიპარეს. პოდოლიაკი სოციალურ ქსელში იტყობინება, რომ მოპარული მარცვლეული ოკუპანტებს  სირიასა და ლიბანში გასაყიდად მიაქვთ.

,,თაღლითთა და ქურდთა პარტია ბარბაროსებისა და მძარცველების ქვეყნად იქცა. ჯერ იჯარით აღებული თვითმფრინავები მოიპარეს, შემდეგ უნიტაზები და საცვლები. ახლა მათ მოიპარეს უკრაინის მარცვლეული სირიასა და ლიბანში გასაყიდად. რამდენად დაბლა დაეცემა მოსკოვი? მოიპარავენ უკრაინელ ვეტერანთა მედლებს?”, – აღნიშნავს პოდოლიაკი.

მსგავსი თემები