,,რუსეთი ბირთვული იარაღის გამოყენებაზე სამარცხვინო ცნობებს აკეთებს”- შარლ მიშელი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებით, გლობალურ უსაფრთხოებას საფრთხე ემუქრება რუსეთის უკრაინაში შეჭრისა და ჩრდილო კორეის  სარაკეტო გამოცდის გამო. მისი თქმით, ბირთვული განიარაღებისა და შეიარაღების კონტროლის საერთაშორისო წესების გაძლიერება  აუცილებელია.

,,რუსეთი უტევს სუვერენულ სახელმწიფო უკრაინას, ბირთვული იარაღის გამოყენებაზე კი სამარცხვინო და მიუღებელ ცნობებს აკეთებს. ეს მხოლოდ ევროპის უსაფრთხოებას არ არღვევს, ეს სახიფათოდ ზრდის ფსონებს მთელი მსოფლიოსთვის. ჩვენ გვაქვს საერთაშორისო წესები და გლობალური ინსტიტუტები ბირთვული შეარაღებისა და განიარაღების კონტროლისთვის, ჩვენ უნდა დავიცვათ და გავაძლიეროთ ისინი მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად”,- აღნიშნა შარლ მიშელმა.

მსგავსი თემები