„აზოვსტალიდან“ სამხედროების ევაკუაციისთვის გამართულ მოლაპარაკებაში შუამავალი თურქეთი იქნება

უკრაინის ვიცე-პრემიერის, ირინა ვერეშჩუკის ინფორმაციით, „აზოვსტალის“ ფოლადის ქარხნიდან ევაკუაციის მოლაპარაკებაში შუამავლობას თურქეთი დათანხმდა.

ვერეშჩუკი განმარტებით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს საევაკუაციო გეგმის შემუშავება, რაშიც ჩართულია გაერო და წითელი ჯვარიც.

„დავიწყეთ ახალი რაუნდი, რათა შევიმუშაოთ „აზოვსტალიდან“ ევაკუაციის საგზაო რუკა. დავიწყებთ მძიმედ დაჭრილებით. არის წითელი ჯვარი, რომლის წარმომადგენლებიც დღეს ხვდებიან რუსებს. ასევე, მოვილაპარაკეთ გაერო-სთანაც და მივეცით მანდატი. ჩვენ გვჭირდება დოკუმენტი, თუ როგორ მოხდება „აზოვსტალიდან“ ევაკუაცია და მას ხელი უნდა მოვაწეროთ. ამ რაუნდში შუამავალი არის თურქეთი“,- განაცხადა ირინა ვერეშჩუკმა.

მსგავსი თემები