,,აზოვსტალის ტერიტორიის 98 პროცენტი განადგურებულია”- ლეგიონ „აზოვის“ მეთაურის მოადგილე

ლეგიონ „აზოვის“ მეთაურის მოადგილის, სვიატოსლავ პალამარის განცხადებით, „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე ახლა 600 დაჭრილი მებრძოლი იმყოფება, რომელთაც ევაკუაცია ესაჭიროებათ. მებრძოლის თქმით, მებრძოლები ითხოვენ,  უკრაინის სამხედრო და პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ მოახერხოს რუსი სამხედროების მიერ ალყაში მოქცეული ქარხნიდან სამხედროების ცოცხლად გამოყვანა.

„აზოვსტალის“ ტერიტორიის 98 პროცენტი განადგურებულია. ყველა შენობა დანგრეულია, დაბომბილია. ძალიან ბევრი ნანგრევია. ყველაგან, სადაც მივაღწიეთ, სადაც ვიცოდით, რომ იმყოფებოდნენ სამოქალქო პირები და სადაც ჩვენ მივდიოდით ხოლმე მათთან ან დაბომბვების დროს ან შესვენებისას, ყველა ასეთი ადგილიდან ადამიანების ევაკუაცია მოხერხდა. თუმცა, მე გარანტიას ვერ ვიძლევი, რომ ქარხნის ტერიტორიაზე სადმე კიდევ არის ბუნკერები ნანგრევებში. შეიძლება, იქ იყვნენ მოქალაქეები. ამიტომ დაბეჯითებით ვერც კის ვიტყვი და ვერც – არას. ჩვენი მხრიდან რაც შეგვეძლო, გაგვეკეთებინა, იყო ხელისუფლებისადმი თხოვნა და საერთაშორისო საზოგადოებისთვის მოწოდება, ჩვენ დასახულ მიზანს მივაღწიეთ. ყველა სამოქალაქო პირის ევაკუაცია მოვახდინეთ ვისაც ვიცნობდით“, – განაცხადა სვიატოსლავ პალამარმა.

მსგავსი თემები