„პუტინი საკუთარ თავს ამცირებს მსოფლიო ასპარეზზე”- ლიზ ტრასი

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლიზ ტრასის განცხადებით, საერთაშორისო სანქციები რუსეთის წინააღმდეგ უნდა შენარჩუნდეს, მანამ რუსეთი უკრაინიდან შეიარაღებულ ძალებს არ გაიყვანს.

აღნიშნული განცხადება ლიზ ტრასმა „დიდი შვიდეულის“ წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე გააკეთა.

ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ უკრაინისთვის ნატო-ს სტანდარტის შეიარაღების მიწოდება აუცილებელია და კოლეგებს მოუწოდა, უფრო მეტად დაეხმარონ უკრაინას.

„პუტინი საკუთარ თავს ამცირებს მსოფლიო ასპარეზზე. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ მისი დამარცხება უკრაინაში, რაც მას ყველა სარგებელს ართმევს და საბოლოო ჯამში, შეაკავეს რუსეთის შემდგომ აგრესიას“, – განაცხადა ლიზ ტრასმა.

მსგავსი თემები