„ფერი საერთოდ არ ჰქონდა, თვალები მეტკინა რომ შევხედე, თეთრი იყო სულ“ – გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია აცხადებს, რომ მისი შვილის მდგომარეობა თვალშისაცემად გაუარესებულია. როგორც გიული ალასანიამ სამოქალაქო კლინიკაში მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მისი შვილი გუშინ სამჯერ დაეცა.

„ფერი საერთოდ არ ჰქონდა, თვალები მეტკინა რომ შევხედე, თეთრი იყო სულ. სიარული ძალიან უჭირდა. ვიფიქრე, ჩვენც ხომ არ გვეძინა და ალბათ, ისიც ასეთ მდგომარეობაში იყო, მაგრამ არა, მეძინაო. გუშინ კიდევ სამჯერ დავეციო მითხრა, ასეთი მდგომარეობა აქვს – საშინელი სისუსტე. ექიმები ვნახე, გავიცანი, ძალიან ყურადღებიანი ხალხია, ძალიან კარგი ვითარებაა ამ მხრივ, მაგრამ ეს არ არის კარგად თვითონ, აი, ეს არის პრობლემა“ – აცხადებს  გიული ალასანია.

 

მსგავსი თემები