გაეროს მონაცემებით, უკრაინას 6 მილიონზე მეტი დევნილი ჰყავს

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ინფორმაციით,  უკრაინაში რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, ქვეყნის დატოვება 6 მილიონზე მეტ ადამიანს მოუწია. უკრაინიდან დევნილთა ნაკადის ყველაზე დიდ მიმღებ ქვეყნად პოლონეთი სახელდება.

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით კი უკრაინიდან  8 მილიონზე მეტი ადამიანი გავიდა და ყოველი მეხუთე უკრაინელი დევნილად იქცა.

 

მსგავსი თემები