,,იუსტიციის სამინისტრომ აბსოლუტურად რელევანტური წინადადება შესთავაზა მიხეილ სააკაშვილს”- მიხეილ სარჯველაძე

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა ამ ეტაპზე არ იგეგმება. მისი თქმით, თუკი აღმოჩნდება, რომ სერვისის გაწევა საქართველოში შეუძლებელია, მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება დაიწყოს მსჯელობა სააკაშვილის უცხოეთში გადაყვანაზე.

,,იმისათვის, რომ საზოგადოებამ ცხადად დაინახოს რეალურად არსებული ვითარება, თუ ვინმეს კითხვები აქვს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, ინფორმაცია მიიღოს და ობიექტურად დადგინდეს ყველა გარემოება, რომელთან დაკავშირებითაც ვისმენთ ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს. იუსტიციის სამინისტრომ ამ მიზნით აბსოლუტურად რელევანტური წინადადება შესთავაზა მიხეილ სააკაშვილს, რომ გამოკვლევები ჩატარებულიყო, შესაბამისად, ამ საკითხს ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დასმოდა,”- განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მსგავსი თემები