გერმანიამ რუსეთს გაზის საფასური რუბლით გადაუხადა

იტალიის პრემიერ-მინისტრის მარიო დრაგის ინფორმაციით, ​რუსული გაზის უმსხვილესმა იმპორტიორმა   გერმანიაში, ბუნებრივი აირის საფასური რუბლით გადაიხადა. საუბარია გერმანული კომპანია ,,Uniper SE-ზე”, რომელიც გერმანიაში რუსული გაზის უმსხვილესი მყიდველია.

„მტკიცებულება, რომელიც ჩვენ ვნახეთ, გვიჩვენებს, რომ გერმანიაში გაზის უმსხვილესმა იმპორტიორმა   საფასური რუბლებში უკვე გადაიხადა,“– განაცხადა მარიო დრაგიმ.

იტალიის პრემიერმა აღნიშნა, რომ ევროპულ კომპანიებს შეეძლებათ რუსული გაზის საფასურის გადახდა რუბლებში ისე, რომ არ დაარღვიონ ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები.

„არ არსებობს ოფიციალური განცხადება იმის შესახებ, კონკრეტულად რა ჩაითვლება სანქციების დარღვევად. არავის უთქვამს, რუბლით გადახდები დაარღვევს თუ არა სანქციებს. ეს ასეთი რუხი ზონაა,“ – განაცხადა მარიო დრაგიმ.

ამასთან, გერმანული კომპანია Uniper SE-ის წარმომადგენელმა ბრალდებები უარყო და განაცხადა, რომ კომპანიას რუსულ გაზის საფასური რუბლით არ გადაუხდია, რადგან გადახდის ვადა მაისის ბოლოს იწურება.

მსგავსი თემები