,,რუსეთი უკრაინის მთავარი ქალაქების ხელში ჩაგდებას ვერ ახერხებს”- დიდი ბრიტანეთის დაზვერვა

გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთი ხარკოვის რეგიონიდან სამხედრო შენაერთებს გამოიყვანს, რათა მძიმე დანაკარგების შემდეგ ძალების რეორგანიზაცია და შევსება მოახდინოს.

„უკრაინული ძალები ხარკოვის ჩრდილოეთით კონტრშეტევებს აგრძელებენ და რუსეთის საზღვრის მიმართულებით რამდენიმე ქალაქი და სოფელი დაიბრუნეს. დონბასში რუსეთის  ოპერაციების პრიორიტეტულობამ ხარკოვის რეგიონში განლაგებული ქვედანაყოფები დაუცველი გახადა მობილური და უაღრესად მოტივირებული უკრაინის კონტრშეტევითი ძალების მიმართ,”– ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ამასთან, ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, კონფლიქტის საწყის ეტაპზე ხარკოვის გარშემო მიღწეული წარმატების მიუხედავად, დიდი დანაკარგების შემდეგ, რუსეთმა ამ ტერიტორიიდან ქვედანაყოფები გამოიყვანა.

„რუსული ჯარების გაყვანა ხარკოვის რეგიონიდან არის იმის „მდუმარე აღიარება“, რომ რუსეთი უკრაინის იმ მთავარი ქალაქების ხელში ჩაგდებას ვერ ახერხებს, სადაც ხალხის შეზღუდული წინააღმდეგობა იყო მოსალოდნელი,“ –წერია განცხადებაში ინფორმაციაში.

 

მსგავსი თემები