აშშ-ის საელჩომ შსს-ს უსაფრთხოების სპეციალური ტექნიკა გადასცა

შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტს საქართველოში აშშ-ის მისიის ხელმძღვანელის მოადგილე – რაიან ჰარკერ ჰარისი, საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების უფროსი – ჯეიმს ულინი და რეგიონული უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი – მაკა მალაციძე ეწვივნენ. სტუმრებმა დეპარტამენტს საჩუქრად უსაფრთხოების სპეციალური ტექნიკა – მეტალოდეტექტორის თაღი გადასცეს.

დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარემ – გიორგი ბაგრატიონმა, აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლებთან ერთად, გადმოცემული მეტალოდეტექტორი დაათვალიერა. შემდეგ გაიმართა სამუშაო შეხვედრა, სადაც მხარეებმა არსებული ურთიერთთანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები მიმოიხილეს.

მსგავსი თემები