რუსულ აგრესიას ,,აზოვსტალში” 27 წლის ქართველის სიცოცხლე ემსხვერპლა

უკრაინაში კასეტური ბომბის აფეთქებას  27 წლის ქართველი სამხედრო, ტატო ბიგვავა ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ,,აზოვსტალის” თავშესაფრიდან ბავშვებისა და მოხუცების ევაკუაციისთვის, ჰუმანიტარული დერეფნის უსაფრთხოებას იცავდა.

ტატო ბიგვავა ,,აზოვის” პოლკის მეორე ასეულს ხელმძღვანელობდა. უკრაინის სამხედრო აკადემიის დამთავრების შემდეგ, იგი ბატალიონში 2014 წლიდან ირიცხებოდა.

დაღუპული სამხედროს ცხედარი ამ დრომდე ,,აზოვსტალის” ქარხნის ტერიტორიაზეა და უცნობია როდის მოხერხდება მისი გადმოსვენება.

 

მსგავსი თემები