,,ისვრიან დასახლებული პუნქტების მიმართულებით, ჰუმანიტარული სიტუაცია ზღვარზეა”- სერგეი გაიდაი

ლუგანსკის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერგეი გაიდაი აცხადებს, რომ რუსი სამხედროები  სევეროდონეცკისა და რუბეჟნოეს სრულად ოკუპირებას ცდილობენ. გაიდაის თქმით, ოკუპანტები  ლუგანსკის   ოლქის მიერთებისთვის იბრძვიან, თუმცა წარუმატებლად.

,,რაშისტები ჯერჯერობით მდინარის გადალახვას ვერ ახერხებენ. მხოლოდ თევზებს კვებავენ საკუთარი თავებით. ჩვენი მებრძოლები ბუზებივით კლავენ მათ. ვერც მთავარი გზა ჩაიგდეს ხელში და 7-კილომეტრიან მონაკვეთს შორიდან ესვრიან. ასევე, ისვრიან დასახლებული პუნქტების მიმართულებით. ჰუმანიტარული სიტუაცია ზღვარზეა. საწყობებში ძალიან ცოტა ჰუმანიტარული დახმარება დარჩა. არ მუშაობს არც მობილური კავშირი. ამ ყველაფრის გამო, შეუძლებელია ხალხის ევაკუაციაც”, – აცხადებს სერგეი გაიდაი.

მსგავსი თემები