საჰაერო იერიშს დნეპროპეტროვსკის ოლქში მსხვერპლი მოჰყვა

დნეპროპეტროვსკის ოლქის, რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვალენტინ რეზნიჩენკოს ინფორმაციით, ოკუპანტებმა ოლქი სარაკეტო სისტემა “ურაგანიდან” დაბომბეს. შემთხვევის შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი.

,,დილით ოკუპანტებმა კვლავ ცეცხლი გაუხსნეს ზელენოდოლსკის თემს “ურაგანებიდან“. სწორედ მაშინ დაარტყეს, როდესაც ხალხი სამსახურში მიდიოდა. ერთი ადამიანი მოკლეს, ერთი დაჭრილია. განადგურდა ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტი,”- განაცხადა ვალენტინ რეზნიჩენკომ.

ამასთან, მთელი ღამის განმავლობაში იბომბებოდა კრივოი-როგი, სადაც რუსმა სამხედროებმა აკრძალული იარაღები – ე.წ. ფოსფორის ბომბები და კასეტური საბრძოლო მასალები გამოიყენეს.

 

მსგავსი თემები