რუსეთი ევროპულ კონპანიებს სანქციებს უწესებს

რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთმა საპასუხო სანქციები დაუწესა ენერგეტიკულ კომპანიებს, რომელთა საშუალებითაც ევროპაში ბუნებრივი აირის ტრანზიტს ახორციელებდა.

სანქციები 31 ორგანიზაციას შეეხო, რომლებიც  გერმანიის, საფრანგეთის, ევროპის კიდევ რამდენიმე ქვეყნისა და ასევე აშშ-სა და სინგაპურის ტერიტორიებზე ოპერირებდნენ. მათ შორისაა „გაზპრომ“ გერმანია და „ევროპოლ გაზიც”.

სანქცირებულ კომპანიებთან რუსულ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებს ფინანსური ოპერაციების განხორციელება ეკრძალებათ.

 

მსგავსი თემები