,,სახელმწიფო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამაში ხარჯავს 24 მილიონს”- დავით სერგეენკო

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, დავით სერგეენკომ პლენარულ სხდომაზე მედიკამენტებით უზრუნველყოფის  პროგრამაზე ისაუბრა.

,,აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანი პროგრესია მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მხრივ. დათვლილი და დამტკიცებულია, რომ როდესაც სახელმწიფო თავისი ჯანდაცვის ბიუჯეტის დაახლოებით 10 პროცენტს ხარჯავს მედიკამენტებით უზრუნველყოფის  პროგრამაში, ეს ითვლება სტაბილურ თამასად. ჩვენ ახლა ვხარჯავთ 24 მილიონს. ეს დაახლოებით ორი პროცენტია და ეს მაჩვენებელი უნდა გახუთმაგდეს. ეს ის ციფრებია, რომელთან კამათს აზრი არ აქვს, ეს არის მოცემულობა,”-განაცხადა დავით სერგეენკომ.

მისი თქმით, რა თქმა უნდა, კრიტიკა საჭიროა, მაგრამ სწორება ამ ციფრებზე უნდა იყოს იმიტომ, რომ ამის გარეშე არც კლინიკურ მედიცინაში და არც ჯანდაცვაში სასწაულები ვერ მოხდება.

„ჯანდაცვა ნამდვილად არ არის პრივილეგია და ნამდვილად არ არის სახელმწიფოს მიერ გაღებული მოწყალება მისი მოქალაქეების მიმართ. არამედ, ჯანდაცვა არის თითოეული მოქალაქის კონსტიტუციური უფლება“, – აღნიშნა დავით სერგეენკომ.

მსგავსი თემები