4 წლის ბავშვს გული ორჯერ გაუჩერდა და გარდაიცვალა

დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მდებარე მრავალსართულიანი სახლის მეექვსე სართულზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული 4 წლის ბავშვი, რომელიც “იმედის” კლინიკაში გადაიყვანეს, დაიღუპა.

როგორც ექიმი აცხადებს, ბავშვს გული ორჯერ გაუჩერდა.

„პაციენტი კლინიკაში კლინიკური სიკვდილის მდგომარეობით შემოიყვანეს. გული იყო გაჩერებული და აღენიშნებოდა თავის ქალას ძვლების მრავლობითი მოტეხილობა. თავის ტვინის მაგარი გარსი იყო დაზიანებილი. გულის რიტმის აღდგნა მოყვანის შემდეგ მოვახერხეთ, თუმცა, კვლავ გაჩერდა, რის შემდეგაც, გულის მუშაობის აღდგენა ვერ მოხერხდა“ – განაცხადა „იმედის კლინიკის“ ექიმმა.

„იმედის კლინიკიდან“ ბავშვი იაშვილის კლინიკაში უნდა გადაეყვანათმ თუმცა, მისი მძიმე მდგომარეობის გამო ტრანსპორტირება ვერ მოხერხდა. ამ ეტაპისთვის არსებული, დაუზუსტებელი ინფორმაციით, გარდაცვლილი ბავშვის დედაც დაიღუპა.

 

მსგავსი თემები