მინისტრის განცხადებით, სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება 150 ლარამდე გაიზრდება

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, 2022 წლის ივნისიდან, სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება 100 ლარიდან 150 ლარამდე გაიზრდება.

„2022 წლის ივნისიდან სოციალურად დაუცველი ბავშვების ბენეფიტი 100 ლარიდან 150 ლარამდე, მომდევნო წლიდან კი 200 ლარამდე გაიზრდება. შესაბამისად, 220 000-მდე ბენეფიციარი უკვე მომატებული დახმარებას მიიღებს. ეს ნაბიჯები მნიშვნელოვნად შეამცირებს ბავშვთა უკიდურეს სიღარიბეს. ბუნებრივია, ჩვენი გადაწყვეტილებები მიმართულია ერთის მხრივ, სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის პანდემიით მიყენებული ზიანის შესამსუბუქებლად და მეორეს მხრივ, სოციალურად დაუცველი ოჯახების შრომისუნარიანი წევრების შრომის ბაზარზე ეკონომიკური გააქტიურებისთვის“, – აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში ამ წუთებშიც დეპუტატების კითხვებს პასუხობს.

მსგავსი თემები