მინისტრის განცხადებით, ყველაფერი კეთდება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობისთვის

ჯანდაცვის მინისტრმა საკანონმდებლო ორგანოში მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც ისაუბრა. როგორც ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, სისტემა ყველაფერს აკეთებს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის.

„თუ იქნება საჭიროება და პენიტენციური სამსახური ჩათვლის, რომ აუცილებელია ნებისმიერი ექიმის თუ კვალიფიკაციის მქონე სხვა სამედიცინო თანამშრომლის ჩართვა, მოწვევა და სხვადასხვა კონსილიუმების მოწვევა, ამ მხრივ მას სრული თავისუფლება აქვს. თუ ჩვენი მხრიდან იქნება რაიმე სახის რეკომენდაცია ან მხარდაჭერა საჭირო, ამისთვისაც მზად ვართ. ასევე, ვიცით, რომ მას შეთავაზებული აქვს კვლევები სხვა კერძო კლინიკაში თბილისში. დარწმუნებული ვარ, რომ იგივე ტიპის კვლევები და ანალიზები პენიტენციურ სისტემაშიც უტარდება, რადგან საკმაოდ მაღალი დონის სპეციალისტები არიან და მაღალი დონის დანადგარები აქვთ იქ. იუსტიციის მინისტრის მხრიდან კიდევ ერთხელ გადამოწმებისთვის ეს შეთავაზებაც იქნა გაჟღერებული“, – განაცხადა მინისტრმა.

 

მსგავსი თემები