,,2012 წლის სიღარიბის მაჩვენებელი იყო 30 % და ახლა, მინიმუმ 10 %-ით არის შემცირებული”- მამუკა მდინარაძე

,,ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ქვეყანაში არსებულ სიღარიბის მაჩვენებელზე ისაუბრა. მისი თქმით, 2012 წელთან შედარებით დღეს სიღარიბის მაჩვენებელი შემცირებულია.

,,სინამდვილეში, 2003 წლიდან მოყოლებული სიღარიბის მაჩვენებელი პრაქტიკულად არ შეცვლილა. ბოლო წელს რაღაც საფრთხეები იგრძნეს და რაღაც მექანიზმებით 30 % -მდე ძლივს ჩამოიყვანეს მაჩვენებელი და შემდეგ 30 % -დან შემცირდა მინიმუმ 10 % – ით. საბედნიეროდ, საშუალოდ, სიღარიბის მაჩვენებელი შემცირებულია 10 %-ით. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ 20 და 30 % სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ადამიანები ბევრი არ არის ამ ქვეყანაში, ეს კმაყოფილების საფუძველს არავის არ აძლევს. მაგრამ თუ შედარებას გავაკეთებთ, ორ მონაცემს შორის, ნამდვილად იყო 30 % და ახლა, შემცირებულია მინიმუმ 10 % -ით. ეს არის მსოფლიო ბანკის მონაცემი და არა დიმიტრი ხუნდაძის, ან მამუკა მდინარაძის,” – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მსგავსი თემები