,,ჩვენ გვაქვს ვალდებულება, რაც შეიძლება რაციონალურად ვხარჯოთ სახელმწიფო ბიუჯეტი”- ზურაბ აზარაშვილი

ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ხარჯებზე ისაუბრა. მინისტრის თქმით, მიმდინარე რეფორმების მხარდასაჭერად თითქმის ხუთჯერ გაიზარდა ჯანდაცვაზე სახელმწიფო დანახარჯები.

,,ჯანდაცვაზე სახელმწიფო დანახარჯების ზრდამ და სერვისების ეფექტიანმა დაგეგმვამ წარმატებით შეამცირა ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით არსებული ფინანსური ბარიერები და შესაბამისად, გაზარდა მომსახურებით სარგებლობა. მოსახლეობის მიერ ჯიბიდან გადახდები 2012 წელს 73.4%-დან 2021 წელს 43.5%-მდე არის შემცირებული,”- განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

მინისტრის განმარტებით, სახელწიფო ბიუჯეტი მაქსიმალურად რაციონალურად უნდა დაიხარჯოს, რათა სერვისების ხარისხი შენარჩუნებულ იქნას.

,,ჩვენ გვაქვს ვალდებულება, რაც შეიძლება რაციონალურად ვხარჯოთ სახელმწიფო ბიუჯეტი ისე, რომ სერვისების ხარისხი და ხელმისაწვდომობა იყოს შენარჩუნებული. ამისათვის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მექანიზმია დაფინანსების დიაგნოზთან შეჭიდული მოდელი (DRG). ჩვენ უკვე დავიწყეთ DRG-ის დანერგვის პილოტური პროექტი რამდენიმე შერჩეულ კლინიკაში. 2022 წლის ბოლომდე სისტემა მზად იქნება სრულად, ყველა კლინიკაში ასამოქმედებლად,“-აღნიშნა მინისტრმა.

მსგავსი თემები