,,პრეზიდენტს ხერსონის რუსეთის ფედერაციის ნაწილად აღიარებას ვთხოვთ”- კირილ სტრემუსოვი

ოკუპირებული ხერსონის ოლქის საოკუპაციო რეჟიმი, ვლადიმერ პუტინს რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შეყვანის მოთხოვნით მიმართავს.

რუსული მხარის მიერ დანიშნულმა “სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ”, კირილ სტრემუსოვის განცხადებით, ხერსონის რეგიონი მზად არის გახდეს რუსეთის ფედერაციის ნაწილი.

,,ქალაქი ხერსონი არის რუსეთი, ხერსონის ოლქის ტერიტორიაზე არ შეიქმნება ხერსონის სახალხო რესპუბლიკა, არ იქნება რეფერენდუმი. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს ხერსონის რეგიონის რუსეთის ფედერაციის სრულუფლებიან ნაწილად აღიარებას ვთხოვთ,” – აღნიშნავს სტრემუსოვი.

მსგავსი თემები