,,ყველანი  პირდაპირ უნდა დახოცოთ!”- რუსი სამხედროს ცოლი

უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ახალ აუდიოჩანაწერს ავრცელებს.ჩანაწერში ისმის, რუსი სამხედროსა მისი მეუღლის სატელეფონო საუბარი.

,,რატომ მოჰყავთ რუსეთში ეს ბავშვები? ყველანი  პირდაპირ უნდა დახოცოთ! მე მაგათ ნარკოტიკებს გავუკეთებდი, თვალებში ვუყურებდი და ვეტყოდი: „იწვალეთ, ჩაძაღლდით!“. მათ ცოცხლად გავატყავებდი და ყოველ დღე თითო თითს მოვაჭრიდი. მეზიზღებიან ეს უკრაინელები,”- აცხადებს რუსეთის მოქალაქე.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახური მეორე ჩანაწერსაც ავრცელებს. სატელეფონო საუბარში  ოკუპანტი აღნიშნავს, რომ შესაძლოა, უკაინაში 1 წელზე მეტ ხანს გააჩერონ.

,,ამბობენ, თითქოს დონეცკის ოლქში ვართ. ირკვევა, რომ აქ არ უნდა ვიყოთ, ჩვენ კი აქ ვართ. იმის გვეშინია, რომ ნახევარი წელი მოგვიწევს აქ ყოფნა. განწყობაც ყველას წაუხდა, რაღაც თარიღი მაინც რომ თქვან,”- აცხადებს რუსი სამხედრო.

 

მსგავსი თემები