ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დაგეგმილია ოჯახის ექიმებისა და ექთნების ანაზღაურების გაზრდა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში ექთნებისა და ოჯახის ექიმებისთვის ანაზღაურების გაზრდაზე ისაუბრა.

„წელს პირველადი ჯანდაცვის რეფორმის ფარგლებში, სოფლის ექიმის პროგრამის მართვა გადავიდა სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის პასუხისმგებლობაში და ამავდროულად, გაიზარდა სოფლის ექიმების შრომის ანაზღაურება. სამედიცინო ჰოლდინგი აქტიურად განაგრძობს მუშაობას სოფლის ექიმების სამუშაო პირობების გაუმჯობესებისათვის. ამ დრომდე მოხდა 200-მდე სოფლის ამბულატორიისთვის განახლებული სამედიცინო აღჭურვილობის მიწოდება“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

მსგავსი თემები