,,სააკაშვილი პოლიტპატიმრად არ მიგვაჩნია”- ლევან იოსელიანი

პარტია „მოქალაქეების“ წევრი, ლევან იოსელიანი მიხეილ სააკაშვილის თავდებობის საკითხზე ინიციატივას არ  უერთდება.

იოსელიანის თქმით, შეუძლებელია, ადამიანი, რომელსაც სასჯელი აქვს მისჯილი, ვინმეს თავდებობით გამოვიდეს ციხიდან. ამასთან დეპუტატმა აღნიშნა, რომ სააკაშვილს პოლიტპატიმრად არ მიიჩნევს.

„რა თქმა უნდა, ამ ინიციატივას ხელს არ მოვაწერთ, რასაც ბევრი მიზეზი აქვს. მთავარი მიზეზია ის, რომ სამართლებრივად გაუმართავი პროცედურაა. შეუძლებელია, ადამიანი, რომელსაც სასჯელი აქვს მისჯილი, ვინმეს თავდებობით გამოვიდეს ციხიდან. ამ საკითხის მიმართ ჩვენი პოლიტიკური დამოკიდებულება გვაქვს. მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმრად არ მიგვაჩნია და შეუძლებელია ამ დოკუმენტს ხელი მოვაწეროთ. ეს არის დღის წესრიგი, რომელსაც თავად ქმნიან და ცდილობენ, ყველას ხელი მოაწერინონ. ამ ქვეყანაში ბევრად მნიშვნელოვანი საკითხია, რაზეც მსჯელობას ვისურვებდი,”- განაცხადა ლევან იოსელიანმა.

მსგავსი თემები