,,რუსეთს ევროპაში ომი არ სურს”- სერგეი ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ევროპაში ომს არ გეგმავს და სპეკულაციების მოწყობაში დასავლეთს ადანაშაულებს.

„თქვენ ევროპაში ომის პერსპექტივა თუ გაწუხებთ, ჩვენ ეს საერთოდ არ გვსურს, მაგრამ თქვენს ყურადღებას გადავიტან იმ ფაქტზე, რომ სწორედ დასავლეთია, რომელიც მუდმივად ამტკიცებს, რომ რუსეთი ამ სიტუაციაში უნდა დამარცხდეს. დასკვნები თავად გამოიტანეთ“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.

ლავროვის მიიჩნევს, რომ უკრაინაში „რუსული სპეცოპერაციის“ დასრულება შეაჩერებს დასავლეთის მცდელობებს, შეარყიოს საერთაშორისო სამართალი და ხელი შეუწყოს ერთპოლუსიან სამყაროს.

„ჩვენი სამხედრო ოპერაციის დასრულება დასავლეთის მხრიდან საერთაშორისო სამართლის შელახვის, გაერო-ს წესდების პრინციპების იგნორირებისა და უხეშად დარღვევის მცდელობების შეჩერებას შეუწყობს ხელს და აიძულებს მათ, შეწყვიტოს ეგრეთ წოდებული ერთპოლუსიანი სამყარო, შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეების დომინირება,“-აღნიშნა სერგეი ლავროვმა.

მსგავსი თემები