13-15 მაისს ბათუმი საერთაშორისო ტურისტულ გამოფენას მასპინძლობს

რიგით მე – 13 ,,ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის’’ საერთაშორისო გამოფენაზე 80-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია მონაწილეობს.

EXPO BATUMI TRAVEL 2022 წარმოდგენილები იქნებიან : ტურისტული კომპანიები, სასტუმროები, სასტუმრო აღჭურვილობის მომწოდებლები, სპა ცენტრები, დასასვენებელ-გამაჯანსაღებელი ცენტრები, გასართობი დაწესებულებები, ტურ-ოპერატორები, საკურორტო ზონის მუნიციპალიტეტები და სადაზღვევო კომპანიები.
გამოფენაზე კომპანიებს საშუალება ექნებათ დამთვალიერებლებს საკუთარი პროდუქცია და მომსახურება შესთავაზონ.

გამოფენის მიზანია, ტურიზმის სფეროს წარმომადგენლების ერთ სივრცეში გაერთიანება, ინოვაციებისა და ახალი სერვისების შესახებ ინფორმაციის გაცვლა, ბიზნეს კონტაქტების მოძიება და სამომავლოდ საქმიანი ურთიერთობების გაგრძელება.

 

მსგავსი თემები