,,სააკაშვილი დღეს იმ მდგომარეობაში არ არის, რომ პოლიტიკურ პირობებს აყენებდეს”- არჩილ თალაკვაძე

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ყოფილი პრეზიდენტის  ჯანმრთელობის საკითხები, არა პოლიტიკურ განზომილებაში, არამედ სამედიცინო ჭრილში იქნება გადაწყვეტილი

„მიხეილ სააკაშვილი თავის მეგობრებსა და მხარდამჭერებს შეცდომაში შეჰყავთ. ის არ არის დღეს იმ მდგომარეობაში, როცა პოლიტიკურ პირობებს აყენებს, ის არის დღეს მდგომარეობაში, როცა მას, როგორც პატიმარსა და მოქალაქეს აქვს უფლებები და ამ უფლებების დაცვაზე არის პასუხისმგებელი ხელისუფლება და ეს დაცული იქნება. შესაბამისად, ახლობლები და თანაპარტიელები სჭირდება პალატაში თუ დიაგნოსტიკის დროს, ამას ექიმები გადაწყვეტენ იმ კანონმდებლობის შესაბამისად, რომელიც მოქმედებს საქართველოში,”- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ

მსგავსი თემები