,,თუ უკრაინაში არ შევაჩერეთ, პუტინი კიდევ უფრო წინ წავა”- სენატორი

აშშ-ის სენატში რუსეთის ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოების სიაში შეყვანის შესახებ მსჯელობენ. სენატში აცხადებენ, რომ რუსული აგრესია უკრაინაზე არ შეჩერდება და საჭიროა შესაბამისი ზომების დაუყონებლივ მიღება.

სამხრეთ კაროლინას შტატის სენატორმა, ლინდსი გრემმა განაცხადა, რომ რუსეთს თუ არ შეაკავებენ, მხოლოდ უკრაინაზე არ გაჩერედება და ის აგრესიას გააგრძელებს. თანაც, იმ პირობებში, როდესაც  საქართველოს 2 რეგიონი მას უკვე ოკუპირებული აქვს.

,,საქართველოში 2 რეგიონია ოკუპირებული და მოლდოვაში ახალი ფრონტის გახსნაზე საუბრობენ. თეორია, რომ უკრაინას ნაცისტები მართავენ, სასაცილო და შეურაცხმყოფელია – უკრაინელები თავისუფლებისთვის იბრძვიან. იდეა იმის შესახებ, რომ ნატო ამ აგრესიის მიზეზი და ნაწილობრივ პასუხისმგებელია პუტინის ქმედებებზე, აბსოლუტურად არასწორია. პუტინმა მისი გეგმების შესახებ, შარშან ივნისში გამოაცხადა. ეს გეგმა ევროპის რუკის ხელახლა შედგენას და რამდენადაც შეძლებდა, საბჭოთა იმპერიის, ყოფილი საბჭოთა კავშირის აღდგენას ეხებოდა.

აბსოლუტურად დარწმუნებულები ვართ, რომ თუ უკრაინაში არ შევაჩერეთ, კიდევ უფრო წინ წავა. რუსეთისთვის ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოს სტატუსის მინიჭება მნიშვნელოვანია. ის 20 წელია ისეთ საქმეებს ჩადის, რომელთა გამოც ამ წოდებას იმსახურებს. იგი არღვევს ქვეყნების სუვერენიტეტს და მისი გეგმები უკრაინას ბევრად ცდება. დიახ, ვღელავ საქართველოზე და ვღელავ მოლდოვაზე,” – განაცხადა ლინდსი გრემმა.

მსგავსი თემები