,,დარწმუნებული ვარ, გაირკვევა ყველა დეტალი, რომელიც ტრანზაქციებს უკავშირდება”- არჩილ თალაკვაძე ივანიშვილის დავაზე

პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით აცხადებს. თალაკვაძე  დარწმუნებულია, რომ გაირკვევა ყველა დეტალი, რომელიც ტრანზაქციებს ეხება.

მისივე განცხადებით , მიუღებელია ოპოზიციისა და მასთან დაკავშირებული ჯგუფების მცდელობა, ეს თემა სანქციების დაუკავშირონ.

„ბიძინა ივანიშვილი გასულია პოლიტიკიდან, ის არის ფილანტროპი, თავისუფალი ადამიანი, საქართველოს მოქალაქე. ბუნებრივია, მასთან დაკავშირებულ საკითხებს განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევთ, რადგან არის საქართველოს მოქალაქე და ქვეყნის წინაშე ბევრი და მნიშვნელოვანი დამსახურება აქვს. დარწმუნებული ვარ, გაირკვევა ყველა დეტალი, რომელიც ტრანზაქციებს უკავშირდება. ბიძინა ივანიშვილს ამ ბანკთან ჰქონდა დავა, რომელიც საერთაშორისო სასამართლოში მოიგო და დადასტურდა, რომ ამ ბანკმა მისი უფლებები დაარღვია. დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში ნათელი მოეფინება, რასთან გვაქვს საქმე და რატომ მოხდა ამ ტრანზაქციების შეფერხება.

რაც შეეხება ოპოზიციის და მასთან დაკავშირებული ჯგუფების მცდელობას, რომ ეს საკითხი რაღაცნაირად გადათარგმნონ, სანქციების საკითხს მიაბან და დაუკავშირონ შეერთებულ შტატებს, ჩემთვის ეს მიუღებელი და დაუჯერებელია, რადგან ამერიკა არის საქართველოს ნომერ პირველი სტრატეგიული პარტნიორი და „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ეს სპეკულაციები ახალი არ არის. ისინი არაერთხელ დაესხენ თავს ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლებს, მათ შორის ელჩს, ევროკავშირის ელჩებს, მათი ანტიდასავლური პოლიტიკა არის მათი ხელწერა,“ – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი განცხადებას ავრცელებს

მსგავსი თემები