პარლამენტში ჯანდაცვის მინისტრს ელოდებიან

საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში, დღეს, ჯანდაცვის ახალ მინისტრს – ზურაბ აზარაშვილს ელოდებიან. მინისტრი დეპუტატების წინაშე მინისტრის საათის ფორმატში წარსდგება და ანგარიშს წარადგენს. ამავდროულად, მინისტრი დეპუტატების კითხვებს უპასუხებს.

კითხვების ერთ-ერთი მთავარი ნაწილი კოვიდპანდემიას შეეხება. კერძოდ, რატო იყო სუსტი პანდემიის მართვა, რატომ ჰქონდა საქართველოს გარდაცვალების მაღალი მაჩვენებელი, რატომ იყო მოსახლეობის ინფორმირება დაბალი და სხვა.

ახალი მინისტრი საკანონმდებლო ორგანოში დღეს პირველად მიდის.

მსგავსი თემები