გიული ალასანიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს საქართველოში არაფერი ეშველება

მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანაზე თანხმობასთან დაკავშირებით გიული ალასანია კომენტარს აკეთებს და ამბობს, რომ მის შვილს აქ არაფერი ეშველება.

„გზაში ვიყავი, რომ გავიგე, რაც გამოცხადდა. რა თქმა უნდა, ეს ძალიან კარგია და კმაყოფილი ვარ. ადამიანი ვერ ჭამს, ეს გამოსაკვლევია. კარგია, რომ დათანხმდა, ამ დღეებში გადავალო, თქვა. ეს სერიოზული დაავადებაა. რამდენიმე დიაგნოზი აქვს დასმული და ეს ისეთი დაავადებებია, აქ არ ეშველება არაფერი. ამას აუცილებლად დასჭირდება შემდგომი უკვე გაგრძელება გარეთ. რაღაცის იმედი დღეს ნამდვილად გამიჩნდა და ვფიქრობ, რომ ამას ექნება გაგრძელება უსათუოდ. გამხდარია, მაგრამ დღეს რაც მოხდა, ამან იმედი გამიჩინა და ვნახოთ“, – განაცხადა ალასანიამ.

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის მინისტრმა სააკაშვილს სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა შესთავაზა.

სააკაშვილი თანახმაა კლინიკაში გადავიდეს, თუმცა, რადენიმე მოთხოვნა აქვს

მსგავსი თემები