„მოუთმენლად ველით კადიდატი ქვეყნის სტატუსს“ – ირაკლი ღარიბაშილი

„საქართველოს მთავრობამ წარმატებით დაასრულა მუშაობა და ახლა, მოუთმენლად ველით საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებას“ – აცხადებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, რომ ევროკომისიის კითხვარის მეორე ნაწილზე მუშაობა საქართველოს მთავრობამ განსაზღვრულ ვადაზე ადრე დაასრულა.

„საქართველოში ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს ევროკომისიის კითხვარის მეორე ნაწილის პასუხები გადავეცი. საქართველოს მთავრობამ მოსალოდნელზე ადრე, წარმატებით დაასრულა მუშაობა და ახლა, მოუთმენლად ველით საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებას“,- აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

მსგავსი თემები