მამა მელიასგან დიმიტრი ხუნდაძე პასუხს ითხოვს

უფროსი მელია, დიდი მელია და ახა უკვე მამა მელია – საუბარია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკანორ მელიას მამა ანზორ მელიაზე. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი დიმიტრი ხუნდაძე მას ტყუილში ამხელს და პასუხს ითხოვს.

„მინდა ერთ ტყუილს გამოვეხმაურო, მამა მელიას ტყუილს. თუნდაც  ირიბი მტკიცებულებები მაინც წარმოადგინოს იმაზე, რაზეც მან ბრალი დამდო, თითქოს სადღაც ავლაბარში, იატაკქვეშეთში თუ სარდაფში არის კლინიკა, რომელსაც მე ვფლობ. იქნებ მისამართი, ან კლინიკის დასახელება, ან კლინიკის ხელმძღვანელის გვარი ან სახელი გააჟღეროს. იქნებ მეც დავიკმაყოფილო ინტერესი. ამ ბოდვაზე ველი პასუხს ერთი პირობით, საკუთარი კუდის მოწმედ მოყვანას არ ვიყოთ. სხვა ნებისმიერ ინფორმაციას მივიღებ და რა თქმა უნდა ამ ინფორმაციებს ექნება შესაბამისი პასუხი“, – აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.

მისივე შეფასებით, ტყუილ-მართალი საზოგადოებას რეალობას აშორებს და სახელმწიფოს ვნებს.

 

მსგავსი თემები