,,ისინი ყველანი გმირები არიან, ყველა უნდა გადარჩეს”- უკრაინის ეროვნული გვარდია

,,ისინი ყველანი გმირები არიან. ყველა უნდა გადარჩეს და ეს არის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, რომელიც უნდა გადაიჭრას არა მხოლოდ ბრძოლის ველზე, არამედ საერთაშორისო დონეზეც,”- აღნიშნულ განცხადებას, უკრაინის ეროვნული გვარდიის სარდლობა ავრცელებს.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ,,აზოვსტალის” ქარხნის ტერიტორიიდან მშვიდობიანი მოქალაქეების და დაჭრილი სამხედროების გამოსაყვანად.

„უკრაინის პრეზიდენტი პირადად და ყველა სახელმწიფო ლიდერი ცდილობს მოძებნოს აზოვსტალიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის შესაძლებლობა და გააგრძელოს მუშაობა დაჭრილი ჯარისკაცების, მედიკოსებისა და სამხედროებისთვის „გამოყვანის“ პროცედურის გამოყენებაზე, მათ შორის, მსოფლიო საზოგადოების დახმარებით.” – ნათქვამია ეროვნული გვარდიის განცხადებაში.

ცნობისთვის, გასული 24 საათის განმავლობაში “აზოვსტალის” ქარხანაზე, 34 საჰაერო შეტევა განხორციელდა, მათ შორის 8 ბომბდამშენიდან.

მსგავსი თემები