,,უკრაინის ხელისუფლების მხრიდან იყო აბსოლუტურად დაუსაბუთებელი ბრალდებები”- ირაკლი კობახიძე

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, უკრაინის ხელისუფლება დაუსაბუთებელ ინფორმაციებს ავრცელებდა საქართველოს მისამართით. მისი თქმით, უსაფუძვლო ბრალდებების უკან პოლიტიკური ინტერესი იკვეთებოდა.

„არავითარი საფუძველი არ ჰქონდა განცხადებებს, რომლებიც კეთდებოდა უკრაინის ხელისუფლების მხრიდან. იყო აბსოლუტურად დაუსაბუთებელი ბრალდებები სხვადასხვა მიმართულებით. არაერთი ასეთი ბრალდება გაჟღერდა და საბოლოო ჯამში, გაირკვა, რომ არც ერთ ამ ბრალდებას საფუძველი არ ჰქონდა. თუმცა ბრალდებები კეთდებოდა და ამის უკან იკითხებოდა აშკარა პოლიტიკური ინტერესი. ეს პოლიტიკური ინტერესი შემდეგ არესტოვიჩმა, პოდოლიაკმა და სხვებმაც ცხადად გააჟღერეს. მათი ინტერესია, საქართველო იყოს ჩართული ომში. არ არის ღირსეული საქციელი, როდესაც ხელისუფლება „ფეიკებით“ ცდილობს სხვა ხელისუფლების, სხვა ქვეყნის ომში ჩათრევას. ღირსეული ხელისუფალი სხვანაირად უნდა მოქმედებდეს. უკეთესი იქნება, თუ მომავალში პრინციპების დაცვით იმოქმედებენ იმ ქვეყნების წარმომადგენლები, რომელთა მიმართაც ჩვენ მეგობრობის მეტი საქმით და სიტყვით არაფერი გაგვიკეთებია“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი თემები