,,არ მგონია, ვინმემ შეძლოს სააკაშვილზე პასუხისმგებლობის აღება”- ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, განცხადება გააკეთა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მიხეილ სააკაშვილის თავდებობასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინიციატივაზე. მისი შეფასებით, სააკაშვილზე პასუხისმგებლობის აღებას ვერავინ შეძლებს.

„იუსტიციის სამინისტრომ გააკეთა ამასთან დაკავშირებით განცხადება, ყველაფრით არის უზრუნველყოფილი მიხეილ სააკაშვილი, მათ შორის სათანადო კვებით, სამედიცინო მომსახურებით. თუ ის გადაწყვეტს თვითდაზიანებას, ეს არის მთლიანად მისი პასუხისმგებლობა და ცალსახად შეიძლება, ითქვას, რომ ვერავითარ შემთხვევაში თვითდაზიანება ვერ გახდება მისი ვერც გათავისუფლების, გადაყვანის ან სხვა ზომის გამოყენების საფუძველი, ეს არის ცალსახა.

გახსოვთ, თავის დროზე წამებაზე იყო საუბარი და მერე ამასთან დაკავშირებით სტრასბურგში სარჩელის შეტანაც კი ვერ გაბედეს, მარტივი მიზეზის გამო, არანაირ წამებაზე საუბარი არ შეიძლება, იყოს.

მე არ მგონია, ვინმემ შეძლოს სააკაშვილზე პასუხისმგებლობის აღება. როგორც ჩანს, მასზე ჰქონდათ ვიღაცებს პასუხისმგებლობა აღებული, მაგრამ ტრაილერით მაინც შემოვიდა საქართველოში. ვერავინ აიღებს პასუხისმგებლობას მასზე, სხვადასხვა მიზეზის გამო, მათ შორის პიროვნული თვისებების გამო,“– განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი თემები