,,თუკი ჩათვლის ექიმი, რომ საჭიროა მკურნალობა, გაყვანილ იქმნება კლინიკაში”- რატი ბრეგაძე სააკაშვილზე

,,პატიმრის გაყვანა ქვეყნის ფარგლებს გარეთ არ ხდება”- აღნიშნული განცხადება იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ გააკეთა. მინისტრის თქმით, მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანა არ მოხდება.

,,ჩვენ ესე არავის არსად ვტოვებთ, თუკი ჩათვლის ექიმი, რომ საჭიროა მკურნალობა , უკვე მეხუთედ გავიმეორე, გაყვანილ იქმნება კლინიკა ვივა მედში გამოკვლევების ჩატარების მიზნით და თუკი ამის საჭიროება იქნება, მიეწოდება შესაბამისი მკურნალობა,”- აცხადებს რატი ბრეგაძე.

შეგახსენებთ, რატი ბრეგაძემ მიხეილ სააკაშვილს კლინიკა ვივა მედში გამოკვლევებისთვის გადაყვანა შესთვაზა.

მსგავსი თემები