,,ნატო-ს მადრიდის სამიტზე ისლანდია უპირობოდ დაუჭერს მხარს საქართველოს წევრობას“- ნიკოლოზ სამხარაძე

„ჩვენ მივიღეთ დაპირება, რომ ნატო-ს მადრიდის სამიტზე ისლანდია უპირობოდ დაუჭერს მხარს საქართველოს წევრობას“, – ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

„ჩვენ დღეს ვიხილეთ ოპონენტის ძალიან „მგზნებარე“ გამოსვლა რომლებიც გვამუნათებენ რომ „ქართული ოცნება“ არაფერს ვაკეთებთ ჩვენი ქვეყნის დასავლური ინტეგრაციისთვის. საქართველოს პარლამენტის ისტორიაში, ისლანდიაში პირველი ვიზიტი წინა კვირას განხორციელდა. ეს იყო ისტორიული  ვიზიტი.  ისლანდია არის ნატო-ს დამფუძნებელი წევრი ქვეყანა და მას ზუსტად იმდენივე ხმა და წონა აქვს ამ ორგანიზაციაში, როგორც სხვა ქვეყნებს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ჩვენ გავაღრმაოთ ჩვენი ურთიერთობები ნატო-ს ყველა წევრ სახელმწიფოსთან“, – აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, ისლანდიაში საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტს მოჰყვა ძალიან დიდი გამოხმაურება, როგორც ადგილობრივ მედიაში ასევე, ქვეყნის უმაღლეს პოლიტიკურ ისტებლიშმენტში, რის შემდგომაც გაკეთდა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მხარდამჭერი განცხადებები.

„ჩვენ მივიღეთ დაპირება, რომ ნატო-ს მადრიდის სამიტზე ისლანდია უპირობოდ დაუჭერს მხარს საქართველოს წევრობას“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

მსგავსი თემები