,,საქართველომ არაერთი ნაბიჯი გადადგა გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის მიზნით”- კახა კალაძე

თბილისის მერმა, კახა კალაძემ მონაწილეობა მიიღო საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის კონფერენციაზე. თბილისის მერმა განაცხადა, რომ საქართველომ არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისა და ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის მიზნით.

კონფერენციაზე გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების კუთხით არსებულ მდგომარეობაზე, გამოწვევებსა და ძირითად სამოქმედო ნაბიჯებზე იმსჯელეს.

,,პირველ რიგში, მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ გენდერული თანასწორობა ადამიანის უფლებაა, იცხოვროს ღირსეულად ისეთ გარემოში, სადაც ხდება რესურსებისა და შესაძლებლობების თანაბარი განაწილება, ქალისა და მამაკაცის თანაბარი განვითარება.

ძლიერია საზოგადოება, სადაც ქალები და მამაკაცები ერთნაირი უფლებებით, ერთნაირი რესურსებით, ერთნაირი შესაძლებლობებით სარგებლობენ.

მოგეხსენებათ, 2017 წლიდან დღემდე, საქართველომ არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისა და ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის მიზნით, რაც პოზიტიურად აისახა არა მხოლოდ კანონმდებლობასა და პოლიტიკაში, რაც მთავარია, ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში, ჩვენს საქმიანობაში. აღნიშნული ცვლილებები, ასევე, მოიცავს საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების განხორციელებას და კიდევ უფრო ქმედითი ნაბიჯების გადადგმას,”- აღნიშნა კახა კალაძემ.

მსგავსი თემები