,,ჩვენ თავდებში ვუდგებით მიხეილ სააკაშვილს”- ხატია დეკანოიძე

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებთან პარტიის ინიციატივაზე ისაუბრა.   პარტიის წარმომადგენლები აპირებენ  საკანონმდებლო ორგანოს მიმართონ და მიხეილ სააკაშვილს თავდებში   ჩაუდგნენ. თუ ხელისუფლება სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანას დათანხმდება, მკურნალობის შემდეგ   დაბრუნდება საქართველოში და წარდგება სასამართლოს წინაშე.

დეპუტატის  განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის მეგობრები და გუნდის წევრები მზად არიან თავდებში   ჩაუდგნენ მიხეილ სააკაშვილს.

„დაუყონებლივ შეიქმნას საერთაშირისო ექიმების გუნდი მაღალი ავტორიტეტის სამედიცინო დაწესებულებებიდან, როგორიც არის მაგალითად ჯონს ჰოპკინსის ჰოსპიტალი. მზად ვარ, ამაში ჩავერთო და მინდა, სახალხო დამცველს ვთხოვო, ისიც ჩაერთოს ამ ინიციატივაში. ძალიან მნიშვნელოვანია, ხელისუფლებამ რეალურად აღიაროს, რა მძიმე გამოწვევის წინაშე დგას ქვეყანა და რა მძიმე გამოწვევის წინაშე დგას მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე. მეორე, პოლიტიკური თავდებობა ჩემი, როგორც პარლამენტის წვერის, საქართველოს მოქალაქის, ფრაქციის თავმჯდომარის და ჩემი მეგობრების, რომლებიც ყველანი საჯარო პირები არიან, რომ ჩვენ თავდებში ვუდგებით მიხეილ სააკაშვილს, იგი საზღვარგარეთ გადაიყვანონ. ჩვენ აქ ვართ და ყველა შესაძლებლობა, მათ შორის სამართლებრივი, უნდა გამოვიყენოთ ამ მიმართულებით,”-განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

მსგავსი თემები