უკრაინელ ჟურნალისტებს პულიცერის პრემიის სპეციალური ჯილდო გადაეცათ

უკრაინელ ჟურნალისტებს პულიცერის პრემიის სპეციალური ჯილდო რუსეთის ინტერვენციის გაშუქებისთვის გადაეცათ. პულიცერის საბჭომ პატივი მიაგო უკრაინაში მიმდინარე ომის გაშუქებისას მოკლულ 12 ჟურნალისტს.

„დაბომბვის, გატაცებების, ოკუპაციის და მათ რიგებში სიკვდილის მიუხედავადაც კი, ისინი აგრძელებენ თავიანთ მცდელობას, რომ წარმოადგინონ საშინელი რეალობის ზუსტი სურათი“, – აღნიშნულია პულიცერის საბჭოს განცხადებაში.

პრემიის ადმინისტრატორმა, უკრაინელი ჟურნალისტები გამოჩენილი სიმამაცისთვის და სიმტკიცისთვის შეაქო და სიმართლის გაშუქების ერთგულებისთვის ჯილდო გადასცა.

„პულიცერის პრემიის საბჭო მოხარულია, გადასცეს სპეციალური ჯილდო ჟურნალისტებს უკრაინიდან მათი სიმამაცისთვის, სიმტკიცისთვის და მათ ქვეყანაში ვლადიმერ პუტინის უმოწყალო შეჭრისა და რუსეთში მისი პროპაგანდისტული ომისა და სიმართლის გაშუქების ერთგულებისთვის“, – აღნიშნა პრემიის ადმინისტრატორმა, მარჯორი მილერმა.

 

მსგავსი თემები