უკრაინის ეკონომიკა 30%-ით შემცირდება – EBRD

ევროპის განვითარების ბანკის ინფორმაციით, რუსეთის ინტერვენციის შედეგად უკრაინის ეკონომიკა მიმდინარე წელს, თითქმის მესამედით შემცირდება.

ამასთან, EBRD აცხადებს, რომ უკრაინის ეკონომიკა 2023 წლისთვის  25%-ით გაიზრდება.

EBRD-ის ანგარიშის მიხედვით, რუსეთის აგრესიამ შეაჩერა ეკონომიკური ზრდა უკრაინაში. ომის ხანგრძლივობა, ომის შემდგომი რეკონსტრუქციის მასშტაბები და ის თუ რამდენი ლტოლვილი დაბრუნდება სახლში, გავლენას მოახდენს ეკონომიკური ზრდის ტემპზე.

რაც შეეხება რუსეთს, ბანკის პროგნოზით, რუსეთის ეკონომიკა წელს 10%-ით შემცირდება და 2023 წელს  ნულოვანი ზრდა დაფიქსირდება.

მსგავსი თემები