ამერიკამ უკრაინას იარაღის მარაგი გადასცა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას შეიარაღების მორიგი ნაკადი გაუგზავნა. ამჯერად, საუბარია შორი მანძილის ჰაუბიცაზე (85 ერთეულზე მეტი) და 100 000-ზე მეტ ერთეულ  საბრძოლო მასალაზე.

ასევე, აშშ-მა გადაამზადა 300-ზე მეტი უკრაინელი ჯარისკაცი, რომლებმაც ჰაუბიცების, უპილოტო საფრენი აპარატებისა და სხვა საბრძოლო ტექნიკის გამოყენება ისწავლეს.

შეგახსენებთ, რომ დღეს გერმანიამაც გააკეთა განცხადება, რომ აგრძელებს უკრაინის იარაღით მომარაგებას.

„პუტინმა სხვა გზა არ დაგვიტოვა“ – ოლაფ შოლცი

მსგავსი თემები