„პუტინმა სხვა გზა არ დაგვიტოვა“ – ოლაფ შოლცი

გერმანია კიდევ ერთხელ, ხმამაღლა აფიქსირებს, რომ დიახ, იყო და იქნება უკრაინაის იარაღით ერთ-ერთი მომმარაგებელი.

„პუტინმა სხვა გზა არ დაგვიტოვა, გერმანია გააგრძელებს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას“ – აცხადებს გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცი.

კანცლერის შეფასებით, რუსეთის რევანშისტულმა ზრახვებმა ევროპაში საზღვრების ხელშეუხებლობის პრინციპი დაარღვია.

„დიახ, გერმანია უკრაინას დიდი რაოდენობით იარაღს აწვდის, როგორც ყველა ჩვენი მეგობარი და პარტნიორი ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. სხვა გზა არ არსებობს. მრავალი წლის მანძილზე ჩვენ არ ვაწვდიდით იარაღს კონფლიქტურ ზონებს, მაგრამ პუტინმა სხვა გზა არ დაგვიტოვა“, – აღნიშნავს შოლცი.

მსგავსი თემები