რუსეთის ელჩს წითელი საღებავი შეასხეს

9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღსანიშნავად, პოლონეთში რუსეთის ელჩს წითელი საღებავი შეასხეს. ეს მაშინ მოხდა, როცა  ანატოლი ანტონოვი წითელი არმიის ჯარისკაცების საფლავს გვირგვინით ამკობდა.

სწორედ ასე დახვდნენ პოლონელები რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელს უკრაინაში ამოხოცილი მშვიდობიანი მოქალაქეების გამო. ელჩი, თანმხლებ პირებთან ერთად უკრაინული დროშების „ალყაში მოაქციეს, შეძახილებით – „ფაშისტები“ შეამკეს და წითლადაც შეღებეს.

მსგავსი თემები