საჭიროების შემთხვევაში, სააკაშვილს სამედიცინო დახმარებას პენიტენციური დაწესებულების გარეთ მიაწვდიან

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია და ის თავისუფლად გადაადგილდება. როგორც მინისტრი აცხადებს, თუ საჭირო იქნება, სააკაშვილს სამედიცინო სერვისები შესაძლოა, პენიტენციური დაწესებულების ფარგლებს გარეთ მიაწოდონ.

„ინფორმაცია (რომ სააკაშვილი დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდება) არის ტყუილი. ის გადაადგილდება დამოუკიდებლად. როდესაც ავრცელებთ ყალბ ინფორმაციას ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ამით ძაბავთ მათი ოჯახის წევრებსაც და ცდილობთ, რომ ხელი შეუწყოთ საზოგადოების მღელვარებას, რაც არის მავნებლობა“, – აცხადებს მინისტრი.

მისივე განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობით სწორედ სახელმწიფოს დაინტერესებული.

„თუკი ვინმე არის დაინტერესებული მიხეილ სააკაშვილის  ჯანმრთელობის მდგომარეობით, ეს ვართ ჩვენ. მინდა დავამშვიდო ყველა, რომ როგორც იუსტიციის სამინისტრო, ისე სახელმწიფო გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყოს კარგ მდგომარეობაში, ისევე, როგორც ამას ვაკეთებთ ნებისმიერი სხვა პატიმრის შემთხვევაში“ – აღნიშნა მინისტრმა მედიასთან.

მსგავსი თემები