,,ეტაპობრივად შევაჩერებთ ჩვენს დამოკიდებულებას რუსულ ენერგიაზე”- ემანუელ მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი სოციალურ ქსელ “ტვიტერში” დიდი შვიდეულის ლიდერებთან ვირტუალურ შეხვედრას ეხმაურება. მაკრონის განცხადებით, დიდი შვიდეულის მიერ მიღებული სანქციები რუსეთის წინააღმდეგ უპრეცედენტოა და მომავალში კიდევ უფრო გაძლიერდება.

ამასთან, საფრანგეთის პრეზიდენტმა პირობა დადო, რუსულ ენერგიაზე დამოკიდებულების შემცირებასთან დაკავშირებით. მაკრონმა კიდევ ერთხელ აღნიშნა რომ, ომი რაც შეიძლება მალე უნდა დასრულდეს.

” ჩვენ დღეს პირობას ვდებთ, რომ ეტაპობრივად შევაჩერებთ ჩვენს დამოკიდებულებას რუსულ ენერგიაზე”,- წერს ემანუელ მაკრონი.

მსგავსი თემები