,,პუტინს გამოსვლაში სასოწარკვეთა ემჩნეოდა”- ბენ უოლესი

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა, ბენ უოლესმა პუტინის განცხადება შეაფასა. ფაშიზმზე გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ აღლუმზე, ვლადიმერ პუტინმა  რუსეთის უკრაინაში შეჭრის მიზეზებს შორის დაასახელა ის, რომ ,,ნატო”  რუსეთის ტერიტორიაზე შეჭრას აპირებდა.

ბენ უოლესმა აღნიშნა, რომ უკრაინაში ნატო-ს ბაზები არ ყოფილა და რუსეთის პრეზიდენტის ბრალდებები უსაფუძვლოა.

“მე ვფიქრობ, რომ მას სჯერა იმის, რისიც უნდა, რომ დაიჯეროს. გამოსვლაში სასოწარკვეთა ემჩნეოდა. მაგრამ ნება მომეცით, კატეგორიულად დავაფიქსირო: ნატო, დიდი ბრიტანეთი, აღმოსავლეთ ევროპა არ გეგმავს რუსეთში შეჭრას და ამას არც არასდროს გააკეთებს”- განაცხადა ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა.

 

,,დასავლეთი ემზადებოდა ჩვენს მიწაზე, მათ შორის ყირიმში შეჭრისთვის”- ვლადიმერ პუტინი

მსგავსი თემები